✨თუ შენც ხშირად აკვირდები საკუთარ აზრებს, ემოციებსა და ქცევებს, მაშინ შეიძლება დაგაინტერესოს დათო კანდელაკის აღმოჩენებმა - იმ პრინციპებმა, რომლებიც მან საკუთარ თავზე დაკვირვებით აღმოაჩინა, დაარქვა სახელები და დღემდე იკვლევს.
👉🏼ეს ერთდღიანი ვორქშოპი არ გპირდება წამიერ ტრანსფორმაციას, მაგრამ გპირდება გულწრფელ საუბარს საკუთარ თავზე, გონების პროგრამებსა და იმ პატერნებზე, რომლებიც უხილავად გვმართავენ.
🔸დავილაპარაკებთ იდენტობასა და “ყალბ მე”-ზე, ჩვენს რეაქციებზე, ქცევის მექანიზმებზე - იმაზე, რაც ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივია და პირიქით.
💫ალბათ გაინტერესებს უფრო კონკრეტულად რას ვგულისხმობთ ამა თუ იმ პრინციპში.
მოდი განვმარტოთ პრინციპის მნიშვნელობა.
პრინციპი - რაიმე მექანიზმის, ხელსაწყოს აგებულების ან მოქმედების ძირითადი თავისებურება.
ამ შემთხვევაში, მექანიზმად მოიაზრე ჩვენივე არაცნობიერი და გონება.
🔸შენ გექნება უსაფრთხო და საინტერესო სივრცე შენი გამოცდილებების და დაკვირვებების გასაზიარებლად, ასევე სხვების მოსასმენად.
მოკლედ, გვინდა რომ ამ ნააზრევებში მარტო არ ვიყოთ და ერთად ვისმჯელოთ, მოგვისმინო და მოგისმინოთ.
👉🏼ვორქშოპზე დასასწრებად გადადი სარეგისტრაციოზე ბმულზე, იქვე დაგხვდება პრინციპები და მექანიზმები, რომლებსაც დათომ, საკუთარ თავზე დაკვირვებით, ძალიან საინტერესო და მარტივი სახელები დაარქვა.
https://shorturl.at/yDfOy
👉🏼თუ გინდა ჩვენთან ერთად ყოფნა 29 ნოემბერს და 12:00 საათზეც გცალია, გელოდებით სფეროში - იქ, სადაც თვითშემეცნებას არ უჩანს ბოლო.🧡
▶ ხანგრძლივობა - 6-7 საათი, გვექნება შესვენება და წავიხსემდებთ.
▶ მისამართი - გიორგი მაზნიაშვილის 35
▶ ღირებულება - 190 ლარი.
▶ გირჩევთ, თან იქონიოთ რვეული და კალამი კონსპექტების/ჩანაწერების გასაკეთებლად.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
You may also like the following events from Sphero-სფერო: